მაკა ასათიანი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გია გაჩეჩილაძის 30%-იანი წილის შეჩერებაზე უარის შესახებ ასაჩივრებს.
მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
"ჩვენ საჩივარს დავურთეთ დამატებითი მტკიცებულებები. ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლო მაინც მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას", - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი ასევე გამოეხმაურა კონკურენციის სააგენტოს განმარტებას.
"კანონებს ჩვენც ვკითხულობთ და ვიცით, თუმცა ეს არის პროცედურა. ჩვენს განცხადებას კონკურენციის სააგენტო კომუნიკაციების მართვის სააგენტოს გადუგზავნის. არც მარეგულირებელის მხრიდან გვაქვს მოლოდინი რომ რეაგირება მოყვება ამ საკითხს, თუმცა ეს ეტაპი აუცილებელია, რათა შემდგომში სწორად განვსაზღვროთ სამართლებრივი პროცედურები", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.