პრემიერ-მინისტრმა გურამ ოდიშარიას საყდრისთან დაკავშირებული პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარება დაავალა (ვიდეო)
23-04-2014, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, გურამ ოდიშარიას, მოუწოდა, საყდრისთან დაკავშირებული პრობლემა დაუყოვნებლივ მოაგვაროს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საყდრისის თემაზე დაუსრულებელი სპეკულაციები მისთვის გაუგებარია.

 

 

"მოგიწოდებთ, ყველამ დაასრულოს ამ თემაზე სპეკულირება. უკვე ყველაფერი ცალსახად ითქვა. თქვენგანაც მოვისმინე, რომ ეს არის უძველესი ოქროს მაღარო. არავის დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს მაღარო, ეს არ მტკიცდება. რამდენიმე თვის წინ, ექსპერტებმა დადეს დასკვნა, წარუდგინეს მთავრობას, რის საფუძველზეც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება RMG GOLD-ის სამუშაოების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც თითქოს ძეგლის გადარჩენას ცდილობენ. მაგრამ მინდა მათ შევახსენო, ამ ორგანიზაციაში დასაქმებულია დაახლოებით სამი ათასი ადამიანი. კარგად გაითვალისწინონ და გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრებათ, თუ რაიმე შეფერხება შეექმნება აღნიშნულ კომპანიას. მინდა მოგიწოდოთ, როგორც მინისტრს, სასწრაფოდ მოაგვაროთ ეს პრობლემა", - მიმართა პრემიერმა გურამ ოდიშარიას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი