გიორგი კვირიკაშვილი: უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება
16-02-2016, 07:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა.

 

 

"გერმანულს იმიტომ ვამბობ, რომ ამ ქვეყანამ დაუდო სათავე განათლების სისტემას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერის თქმით, სახელმწიფო უმაღლეს განათლებაში რესურსს გაანაწილებს კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ ეს განხორციელდება იმ კონკრეტული მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც 5-წლიან პერსპექტივაში ქვეყანაში იარსებებს.

 

 

"ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს. ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ ხუთჯერ, ათჯერ უფრო მეტ ბანკირს, ვიდრე ამის მოთხოვნა არის საბანკო სექტორში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერის თქმით, დღეს ჩვენ არ გვყავს მაგალითად, მეცხოველეობის, კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები.

 

 

"ასეთ ადამიანებს ბიზნესი აგზავნის თავისი სახსრებით ევროპაში. ხდება გადამზადება და შემდგომ ასაქმებენ თავიანთ კომპანიებში მაშინ, როდესაც სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს იმ ადამიანებზე, რომლებიც ზუსტად ვიცით, რომ დაუსაქმებლები იქნებიან, ან მათაც გადაკვალიფიცირება უნდა მოახდინონ იმისთვის, რომ რეალური სამუშაო ადგილი მოძებნონ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი