უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრს, არსენი იაცენიუკსა და გენერალურ პროკურორს, ვიქტორ შოკინს გადადგომისკენ მოუწოდა.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სააგენტო "ლიგა" წერს, რომ პოროშენკოს მოსაზრებით, უკრაინის მთავრობამ ბევრი შეცდომა ჩაიდინა.
პოროშენკოს თქმით, ის უმაღლესი რადის დათხოვნის უფლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.