საფეხბურთო სფეროში დანაშაულის პრევენციის მიზნით, გიორგი მღებრიშვილმა და ლევან კობიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
17-02-2016, 00:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

"მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით, საფეხბურთო სფეროში დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა, აღკვეთა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

 


შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, საფეხბურთო სფეროში დანაშაულის პრევენციისთვის სათანადო რეკომენდაციებსა და წინადადებებს შეიმუშავებენ. მხარეები ასევე ითანამშრომლებენ საფეხბურთო გუნდების მიერ უკანონო გარიგებისა და მატჩებთან დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

 


საჭიროების შემთხვევაში, უწყებები ერთობლივად განიხილავენ და შეიმუშავებენ საფეხბურთო სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებსა და სხვა დოკუმენტებს. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი სწავლებები, ტრენინგ-კურსები და საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი