პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მეწარმეობა საშუალო განათლების სისტემაში სავალდებულო საგანი გახდება
23-04-2014, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მეწარმეობა საშუალო განათლების სისტემაში სავალდებულო საგანი გახდება.

 


სტრატეგიული დოკუმენტი, სახელწოდებით "შექმენი მომავალი" მთავრობის მეთაურის დავალებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა და ის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

 

 

სტრატეგიის თანახმად, პროექტი თავდაპირველად საპილოტე იქნება და საქართველოს მასშტაბით 2014-2015 სასწავლო წლიდან 100 სკოლაში განხორციელდება.

 

 

პროექტის განხორციელებას ერთობლივად უზრუნველყოფენ განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

 


მეწარმეობა სკოლებში დღემდე არჩევითი საგანი იყო, თუმცა საგნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი სავალდებულო გახდება და მოსწავლეები XI კლასში, კვირაში ორი საათის განმავლობაში ისწავლიან.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სამეწარმეო განათლების შედეგად მოსწავლეებს მიიღებენ მეტ ცოდნას და გამოუმუშავდებათ უნარები, რათა მომავალში თავად გახდნენ მეწარმეები და დაასაქმონ ადამიანები.

 

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის დეტალურ კონცეფციას პრემიერ-მინისტრს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი