რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ვერ იქნება პრეზიდენტი, ვინაიდან პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა, - ამის შესახებ BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ განაცხადა.
"მე კვლავ მჯერა, რომ ბატონი ტრამპი არ იქნება პრეზიდენტი. ეს იმიტომ რომ მე ამერიკელ ხალხს ვენდობი. ისინი აცნობიერებენ, რომ პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა. ეს არ არის თოქშოუს ან "რეალითი შოუს" წაყვანა. ეს არ არის მარკეტინგი, ეს რთული საქმეა", - აღნიშნა ობამამ.
მილიარდერი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატია. საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტებს ტეხასელი სენატორი ტედ კრუზი და ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში წარმოადგენენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.