შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ლიტვის ელჩს საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შს მინისტრმა ელჩს სამინისტროში ევროინტეგრაციის კუთხით გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესი. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა რეფორმების პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ლიტვის გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ლიტვის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.