BBC: საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 26 მაისამდე გაახანგრძლივა
17-02-2016, 01:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით - 26 მაისამდე გაახანგრძლივა.

 


აღნიშნულ გადაწყვეტილებას 212-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 31 დეპუტატი კი წინააღმდეგი გამოვიდა. საფრანგეთმა საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასული წლის 13 ნოემბერს პარიზში თავდასხმათა სერია განხორციელდა. შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. 300-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარ კაზნიოვის თქმით, ტერორიზმის საფრთხე ქვეყანაში ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა. საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს იმის უფლებას, რომ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ნებისმიერი იმ ადამიანის შიდაპატიმრობის ბრძანება გასცეს, რომელიც, მათი აზრით, საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებას.

 

 

გასული წლის ნოემბერში პოლიციამ 3 300 მსგავსი ჩხრეკა ჩაატარა. შედეგად ამოიღეს 578 იარაღი, 340 ადამიანი დააკავეს და 285 ადამიანის შიდაპატიმრობის ბრძანება გასცეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი