საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მეგობრული კავშირები სულ უფრო ვითარდება.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ისრაელის თანამშრომლობას ტურიზმის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელის ელჩს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.