"საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების საკითხზე ინვესტორთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
17-02-2016, 02:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

 

 

როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ განუცხადა, შეხვედრაზე "საგადასახადო კოდექსში" განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელებენ.

 

 

"დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრებთ იმ ხარვეზებზე, რომელიც არის "საგადასახადო კოდექსში". ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები "საგადასახადო კოდექსის" დახვეწასთან დაკავშირებით. მოგების გადასახადის გარდა, არის სხვადასხვა თემა. ალბათ, ბევრი ადამიანისგან გაგიგიათ შემოწმებების პრობლემებთან დაკავშირებით, ბიუროკრატიასთან, დარიცხვებთან დაკავშირებით. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა ამ საკითხზე მოვისმინეთ პრემიერის მოსაზრებები და ბიზნესმენების და პრემიერის შეხედულებები თანხვედრაშია. ჩვენი ხედვაა, რომ მაკონტროლირებელი ორგანოები იყვნენ უფრო ბიზნესზე ორიენტირებულნი, საგადასახადო შემოწმების პროცესში არ შეუშალონ ხელი ბიზნესის მსვლელობას, ნაკლები იყოს ბიუროკრატია, იყოს მეტი პასუხისმგებლობა მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და იცოდნენ, რომ ისინიც აგებენ პასუხს, თუ არასწორ რამეს გააკეთებენ", - განაცხადა ჭირაქაძემ.

 


საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ლექსო ალექსიშვილმა აღნიშნა, რომ ინვესტორთა საბჭოს მთავარია ფუნქციაა, მთავრობიდან მომდინარე ინიციატივები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნესმენებთან ერთად განიხილებოდეს.

 

 

"მთავარი ამოცანა დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა. ამ წუთისთვის არსებული მონაცემებით, "საგადასახადო კოდექში" ინიცირებული ცვლილება მოგების გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ეკონომიკის ზრდისთვის", - განაცხადა ალექსიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი