თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინისტერიალზეც, შეხვედრაზეც ყოველთვის ვაყენებთ ამ საკითხს. ბოლო შეხვედრაზეც პირადად მე დავაყენე ეს საკითხი. ვარშავის ნატო-ს სამიტზეც დავაყენებთ ამ საკითხს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამაში", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
რაც შეეხება ევროკავშირს, მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით საკმაოდ წინ არის წასული. მან განსკუთრებით აღნიშნა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეები სულ მალე იმოგზაურებენ შენგენის ქვეყნებში. მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
"აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში გადაჭრას ვუჭერთ მხარს და ყველა ფორმატში, ყველა პლატფომრაზე ვაფიქსირებთ ამ მხარდაჭერას", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.