კახა კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავს. მინისტრის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილება, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს. კახიშვილის კომენტარს ტელეკომპანია "რუსთავი-2" ავრცელებს.
"მეც იმ აზრზე ვიყავი, რომ თავიდანვე უნდა გაუქმებულიყო იმისთვის, რომ ამ დარგს მისცემოდა მყარი განვითარების საშუალება. დღეს მიმაჩნია, რომ ვართ იმ დონეზე, როდესაც შესაძლებელია, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიფიქროთ სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობაში," - აღნიშნა კახა კახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.