დავით ბერძენიშვილი: თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მიმდინარეობს
17-02-2016, 05:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა ფრაქცია "მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის, გოგი თოფაძის მიერ თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკოალიციური უწოდა და მმართველი კოალიციისგან საპასუხო პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა.

შესაბამისი განცხადება ბერძენიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

 

 

"მინდა, გოგი თოფაძის განცხადებას გამოვეხმაურო, რომელიც მორიგი შეტევაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის წინააღმდეგ. ხაზსგასმით ვამბობ, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის სტატუსით ვსაუბრობ. ამ თემაზე პოლიტსაბჭოზეც ვისაუბრეთ, მაგრამ მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ორკესტრირებული კამპანიაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ და სამიზნედ შერჩეული იქნა ევროატლანტიკურ ასპარეზზე ჩვენი ხელისუფლების თანამდებობის პირი. გოგი თოფაძის მიერ პარლამენტის შიგნით თუ მის გარეთ, მხარდამჭერების თუ შემკვეთების შესრულებით მიმდინარეობს ანტიკოალიციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული კამპანია.

 

 

"მრეწველთა" ფრაქციის წევრებისგან, რომლებიც "ქართული ოცნების" წევრები არიან ველოდები, რომ პასუხს გასცემენ იმას, რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ, ამ ფრაქციაში, ამ თავმჯდომარის პირობებში საქმიანობის გაგრძელება. ზურაბ ტყემალაძისგან ევროინტეგრაციის არჩევანის დამადასტურებელი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია და მაინტერესებს, რას ფიქრობს თოფაძის განცხადებაზე? არავითარ შუაშია საგარეჯოს არჩევნები, რომელზეც პასუხი გაცემულია ამომრჩევლის და ყველა ინსტანციის საარჩევნო კომისიის მიერ. ტელეკომპანია "ობიექტივში", გოგი თოფაძემ და წამყვანმა სცადა, "რესპუბლიკური პარტიის" წინააღმდეგ კამპანია გაემიჯნა, მაგრამ არა - პერსონალურად თინა ხიდაშელი სამიზნედ არის ამოღებული. გამიკვირდა, როცა ვოლსკი გამობრძანდა და ამ თემას საერთოდ არ შეეხო, ალბათ ჟურნალისტებთან მსუყედ აპირებს განცხადების გაკეთებას", - განაცხადა ბერძენიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

 

 

ბერძენიშვილის განცხადებას მასსა და "მრწეველთა" შორის დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი