ზიკას ვირუსთან ბრძოლას 56 მილიონი დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ "როიტერსის" ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს.
მათი ცნობით, ზიკას ვირუსთან ბრძოლის გეგმა, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გაძლიერებას, მწერებთან ბრძოლას და ვაქცინის მუშაობაზე დასრულებას გულისხმობს.
ზიკას ვირუსის გამო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გასულ თვეს საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვირუსი ზიკა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონშია გავრცელებული. ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის. სიმპტომებს კონიუქტივიტი და თავის ტკივილი წარმოადგენს.
ზიკას ვირუსის მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ, ვინაიდან აღნიშნული ვირუსის მატარებელი დედის შვილები მიკროცეფალიით იბადებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.