რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის, განცხადებით, რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესახვედრად მზაობა ორივე მხარემ დაადასტურა. ამის შესახებ აბაშიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"ასეთი შეხვედრა , რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ პრაქტიკულ ჭრილში ეს ჯერ არ განიხილება. ასეთ შეხვედრას დასჭირდება ძალიან კარგი მომზადება იმისთვის, რომ შესაბამისი შედეგები გამოიღოს, რეალური შედეგები იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ ყველაზე უფრო გვაწუხებს" - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.