თინა ხიდაშელი: ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა გუნდებმა ითამაშონ "რეალთან" ან "ბარსელონასთან", მაშინაც კი თუ ზოგჯერ წავაგებთ
17-02-2016, 06:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მსვლელობისას, გამოცემა USA TODAY-სთან ინტერვიუში, საქართველოს ინტერესი ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ფეხბურთის თამაშს შეადარა.

 


"საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ფეხბურთს ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავდა, თუმცა, ისინი ყველა საბჭოთა კავშირისთვის თამაშობდნენ. 11 მოთამაშიდან ეროვნულ ნაკრებში რვა საქართველოდან იყო. მას შემდეგ, რაც საქართველომ დატოვა საბჭოთა კავშირი (1989 წელს), ჩვენს გუნდებს ჰქონდათ არჩევანის შესაძლებლობა, რომ აზიის ლიგებს შეერთებოდნენ და ჩვენ ყველაფერს მოვიგებდით, თუმცა, ჩვენ გადავწვიტეთ შევსულიყავით ევროპის ჩემპიონთა ლიგაში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა გუნდებმა ითამაშონ "რეალ მადრიდთან" ან "ბარსელონასთან", მაშინაც კი თუ ზოგჯერ წავაგებთ.

 

 

ჩვენ მზად ვიყავით ვყოფილიყავით ევროპის ნაწილი მე-11 საუკუნიდან, მაშინ როდესაც ჩვენ პირველი ელჩი პარიზში გავგზავნეთ. ჩვენი სურვილია, რომ ოფიციალურად და ფორმალურად ვიყოთ იმის ნაწილი, რისი ნაწილიც ჩვენი აზრით, კულტურითაც ვართ.

 

 

ვფიქრობ, ისინი დაკავებული არიან უფრო დიდი საკითხებით, ვიდრე საქართველოთი. იქნება ეს სირიაში თუ სხვაგან. თუმცა, თუ თქვენ საქართველოში მთავარ მაგისტრალზე ჩაივლით, დაინახავთ ზეწოლას რუსული დროშების ფორმით და რუსული ტანკებით, რომლებიც დროდადრო ახალ სოფელში შემოდიან", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი