პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ფილოსოფოსი, ზაზა ფირალიშვილი და ჭადრაკში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი ჰყავს. პრეზიდენტის ბრძანებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-ვერდზე გამოქვეყნდა.
"მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, "შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2013, 010220020.08.002. 016899) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე; ლია მუხაშავრია - იურისტი, უფლებადამცველი; ეკა გიგაური - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი; ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი - მწერალი, დრამატურგი; რევაზ კიკნაძე - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; კონსტანტინე ჯანდიერი – მწერალი; უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი; გივი შაჰნაზარი - მწერალი; მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი; ნონა გაფრინდაშვილი - ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში; ზაზა ფირალიშვილი - ფილოსოფოსი, პროფესორი".
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე", -ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.