გია ვოლსკი: გოგი თოფაძეს ვთხოვ შეაჩეროს ისეთი კომენტარები, რომლებიც დამაზიანებელია მთლიანად კოალიციის იმიჯისთვის
17-02-2016, 07:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ბატონი გოგის განცხადება კურსთან, არჩევნებთან დაკავშირებით, არათუ ადეკვატურია, არამედ დამაზიანებელია მთლიანად კოალიციის იმიჯისთვის" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

 

"ბატონი გოგის ვთხოვ მედიის მეშვეობით და პირადადაც ვეტყვი, რომ შეარჩიოს ის კომენტარები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან, წინასაარჩევნო პერიოდში. არჩევნები (საგარეჯოში) ჩატარდა კოალიციურად და არჩევნებზე გაყალბება არ არის დადასტურებული არც ერთ დონეზე", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

პარლამენტში დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება დავით ბერძენიშვილის მიერ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. ბერძენიშვილმა თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არასახელმწიფოებრივად მიიჩნია. მმართველი გუნდის წევრები მანდატურებმა გააშველეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი