ჩვენ გვინდა ვიყოთ საქართველოში, მაგრამ ჩვენი ბიზნესი უნდა იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ყაზახეთის ვიცე პრემიერმა, ბაკიტჟან საგინტაევმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა.
"დიდი საკითხი, რომელიც დღეს ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის განიხილება, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნას ეხება. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება კონსორციუმი, რომელიც მიმართული იქნება ჩინეთის პორტებიდან ტვირთის ბათუმამდე შემოტანისკენ, ბათუმიდან ტვირთების გადაზიდვა მოხდება სტამბულში და შემდეგ უკვე ევროპაში. ჩვენთვის ყველასთვის ეს არის ძალიან მომგებიანი სატრანზიტო მარშრუტი, ამიტომ ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებულები იმით, რომ ეს კონსორციუმი იქნას შექმნილი. ვთხოვეთ ქართულ მხარეს, რომ კონსორციუმის შექმნას დაჩქარებულ რეჟიმში მოაწერონ ხელი. ჩვენ აქ ურთიერთგაგებას მივაღწიეთ და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ ამ დოკუმენტს.
მეორე საკითხი, რომელიც ქართულ მხარეს ანაღვლებდა ეს არის ის, თუ რა ბედი ეწევა ბათუმის პორტს და ასევე, ნავთობტერმინალს, რომელიც ყაზახური კომპანია "ყაზტრანსგაზის" საკუთრებაში არის. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი ნათელი პოზიცია, რომ ყაზახეთის ამ აქტივიდან გასვლას არ გეგმავს, ვინაიდან ეს საკითხი დაკავშირებული ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან.
ამას იმიტომ ვამბობთ, რომ "ყაზტრანსგაზ თბილისის" ჩვენ აქტივებს უკვე 6-7 წელია ვერ ვმართავთ, სადავო სიტუაციაა. არის დროებითი მმართველი, რომელიც სასამართლომ დანიშნა და ეს სიტუაცია ყოველწელს გრძელდება. ჩვენ არ გვაქვს წვდომა ჩვენს საკუთარ აქტივებზე. ყახაზეთმა 130 მილიონი ინვესტიცია განახორციელა ამ აქტივებში, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებულები იმაში, რომ აქტივები იქნება დაცული, რა თქმა უნდა, ჩვენ გავგრძელებთ მუშაობას. იმიტომ კი არ ვიყიდეთ აქტივები ბათუმში და ჩავდეთ იქ 300 მილიონი დოლარი, რომ ასე უბრალოდ წავიდეთ. ქართული მხარემ, ვიცე-პრემიერმა პირობა მოგვცა ჩვენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ამ აქტივს, რომ მათ სხვა განზრახვა არ აქვთ და ქართულ მხარეს სურს, რომ ყაზახეთი ინვესტორად დარჩეს ამ ბიზნესში. ჩვენ გვინდა ვიყოთ საქართველოში, მაგრამ ჩვენი ბიზნესი უნდა იყოს დაცული", - განაცხადა ყაზახეთის ვიცე პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.