საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მევლუთ ჩავუშოღლუ პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და მათ შორის იმ მნიშვნელოვან თემებს, რომელიც არსებობს როგორც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში.
განსაკუთრებით აღინიშნა ტრანსრეგიონული პროექტების მნიშვნელობა, რომლებიც მხარეთა შორის როგორც ენერგეტიკული, ასევე ტრანსპორტის მიმართულებით ვითარდება.
შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, უსაფრთხოებისა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თურქეთისა და საქართველოსათვის, არამედ ევროპელი პარტნიორებისთვისაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.