"ანადოლუ": საერთაშორისო საზოგადოება თურქეთს, ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, თანაგრძნობას უცხადებს
18-02-2016, 00:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქული სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, საერთაშორისო საზოგადოება თურქეთს, ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, თანაგრძნობას უცხადებს.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე თურქეთს აშშ-ის სახელით "გულწრფელი სამძიმარი" გამოუცხადა.

 

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია "ამ მწუხარე წუთებში თურქეთთან ერთად არის".

 

 

თურქეთს თანაგრძნობა გამოუცხადეს ასევე საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საბერძნეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა.

 

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კი წერილობით განცხადებაში ანკარაში მომხდარი ტერაქტი დაგმო.

 

 

"მკაცრად ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც ანკარას გულში, სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ იყო მიმართული. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და თურქ ხალხს. ნატო ტერორიზმთან ბრძოლაში თავის მოკავშირესთან ერთადაა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი