"დოიჩე ველე": ბუნდესტაგის დეპუტატები ანგელა მერკელის გადადგომას არ გამორიცხავენ
18-02-2016, 00:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა, მერკელის ბედიც გადაწყდეს – სტატიას ამ სათაურით გავლენიანი გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" აქვეყნებს.

 

 

"ანგელა მერკელს სულ უფრო ნაკლები კოლეგა ჰყავს, რომელიც იზიარებს მის მიდგომას ევროკავშირის მწვავე მიგრაციული კრიზისის საკითხზე. იზრდება მერკელის ოპონენტთა რაოდენობა ქვეყნის შიგნითაც", - იტყობინება გამოცემა.

 

 

გამოცემის მოსაზრებით, ევროკავშირში განხეთქილება ფაქტობრივად უკვე მოხდა. კვირის დასაწყისში, ბერლინის დემარშის მიუხედავად, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი ფაქტობრივად შეთანხმდნენ ლტოლვილებისთვის რკინის ფარდის ჩამოშვებაზე და ე.წ. ბალკანური მარშრუტის გადაკეტვაზე.

 


აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ანგელა მერკელის გეგმებს ადრეც სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ახლა, უკვე ავსტრიამაც, რომელიც დღემდე მერკელის მოკავშირედ მიიჩნეოდა, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა - იტობინება "დოიჩე ველე".

 


მერკელის მთავარი ამოცანაა მიაღწიოს კონსენსუსს საკითხზე, რომ ლტოლვილთა პრობლემა არ წყდებოდეს შენგენის ზონის შიგნით სასაზღვრო შლაგბაუმების საშუალებით, არამედ თურქეთის დახმარებით და ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის ხარჯზე.

 

 

ბოლო რამდენიმე თვეა მერკელი ცდილობს დაარწმუნოს ანკარა და ევროკავშირი, რომ მოხდეს დამტკიცებული გეგმის რეალიზება, რომლის თანახმად, თურქეთი მიგრანტთა ნაკადს შეაჩერებს და უკან მიიღებს ევროკავშირის ქვეყნებში მყოფ ლტოლვილთა ნაწილს. საპასუხოდ ევროკავშირი თურქეთს წელიწადში სამ მილიარდ ევროს სთავაზობს. მაგრამ თურქეთი მიიჩნევს, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის, ევროკავშირის ქვეყნები კი ეჭვობენ, რომ ანკარა მიგრანტთა ნაკადის შეჩერებას ვერ შეძლებს.

 

 

"ბუნდესტაგის ზოგიერთი დეპუტატი კანცლერის გადადგომას არ გამორიცხავს", - ნათქვამია "დოიჩე ველეს" სტატიაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი