გიორგი მღებრიშვილი ფრანგ სენატორებს - პასკალ ალიზაღსა და ჟიზელ ჟურდას შეხვდა
18-02-2016, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ფრანგ სენატორებს - პასკალ ალიზაღსა და ჟიზელ ჟურდას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

"ფრანგი სენატორების ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ანგარიშის მომზადებას ისახავს მიზნად.

 

 

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ფრანგ სტუმრებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის, მათ შორის, ვიზა- ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისას მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო.

 

 

შს მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე. გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრომ პარიზში პოლიციის ატაშე მიავლინა.

 

 

შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა საფრანგეთის მთავრობას საქართველოს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი