საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მთავრობას, თურქ ხალხს და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
მაქვს მტკიცე რწმენა იმისა, რომ ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალებით შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს ბოროტებას" - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.