დათა ახალაიამ საბერძნეთს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა
23-04-2014, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დათა ახალაიამ პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით საბერძნეთის სამართალდამცველებს მიმართა, - ამის შესახებ ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა პროცედურა ხორციელდება, რომელიც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასთან არის დაკავშირებული.

 

 

დათა ახალაიასთან დაკავშირებით, ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

 

 

"ვინაიდან ჩვენს ოჯახზე უკვე წელიწადნახევარზე მეტია ინტენსიურად მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ოჯახის თითოეულ წევრზე ხორციელდება არნახული ზეწოლა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, დათა ახალაიამ ევროკავშირის ერთ-ერთ სახელმწიფოს მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით", - წერს "ფეისბუქში" ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.

 

 

ბერძნული გამოცემის Patras Times -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი დათა ახალია საბერძნეთის ქალაქ პატრასში პოლიციამ ყალბი დოკუმენტების აღმოჩენისთვის ერთი თვის წინათ დააკავა.

 


ბერძნული გამოცემის თანახმად, დათა ახალაიაზე ძებნა ადამიანთა წამებისა და სხვა დანაშაულებისთვისაა გამოცხადებული.

 


დაკავებისას 33 წლის ახალაიას თან აღმოაჩნდა 20 ათასი ევრო და 10 ათასი დოლარი და მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, - იტყობინება გამოცემა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი