დიახ, გოგი თოფაძემ, რომელიც "უფრო" ბიზნესმენია, "ვიდრე" პოლიტიკოსი (ასეთია საქართველოს რეალობა, უკვე 20 წელია), გაბედა და თქვა ის, რასაც ფიქრობდა და რაც ბევრის აზრით სიმართლეს შეეფერება. თოფაძემ, თავდაცვის მინისტრი თ.ხიდაშელი დაადანაშაულა მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში საგარეჯოში ჩატარდა.
არადა, თოფაძეც და ხიდაშელიც კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები არიან, ოღონდ სხვადასხვა პარტიიდან, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი მსგავსება არ გააჩნიათ. ამ ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ წრეებში, მავანი "აღშფოთდა" იმით, რომ საქართველოში "ლამის #1 ევრო–ატლანტიკოსი პოლიტიკოსი", ქ–ნი ხიდაშელი, თოფაძემ სახალხოდ ამხილა არჩევნების ფალსიფიცირებაში?! ანუ, მავანთა ლოგიკით, პიროვნება თუ "ევრო–ატლანტიკოსია", მას თურმე ყველაფერი ეპატიება, თუ გინდ კრიმინალური ქმედებებიც?! ხოლო იმას, ვისაც "ეს ნიჭი" არ გააჩნია (მაგალითად, "არაევრო–ატლანტიკოსი" გ.თოფაძე), მას შეიძლება, რომ ყველანაირ ამ ქვეყნიურ ცოდვაში დავდოთ ბრალი! ასეთი "ლოგიკა" ბ–ნი თოფაძესთვის მიუღებელი აღმოჩნდა და როგორც ჩანს, იგი პოლიტიკურ ვა–ბანკზე წავიდა!
ცნობისათვის, მარტივი ჭეშმარიტებაა – პოლიტიკაში არ შეიძლება, რომ კოალიციაში, ალიანსში თუ გაერთიანებაში, ერთად იყვნენ ის პარტიები, რომლებიც იდეოლოგიურად დიამეტრალურად განსხვადებიან ერთმანეთისაგან, ანუ, "მემარჯვენე ვერ იქნება მემარცხენესთან" ("პროდასავლელი–პრორუსულთან" და ა.შ.) და პირიქით! ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, შექმნილი არაორდინალური სიტუაცია შეიძლება სასარგებლოც კი გახდეს ქვეყანაში კონკურენტუნარიანი პოლიტიკური პროცესების განსავითარებლად!..
ჯუმბერ კირვალიძე
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.