"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლის მიზნით, ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, შესაბამისი ბრძანება თბილისის მერის, დავით ნარმანიას სახელზეა გამოცემული.
"ნარმანიამ გამოსცა ბრძანება და სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოყო 5 400 ათასი ლარი. ეს ის მუხლია, საიდანაც უნდა ფინანსდებოდნენ სოციალურად დაუცველები, უსახლკაოები და ა.შ. ეს არის ცინიზმი და უნდა ახსნას ნარმანიამ, რამ გაამწარა და რამ გააკეთებინა ეს სისულელე. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელი ბატონი გერგედავა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა მელიამ.
როგორც ნიკა მელია განმარტავს, ნარმანიას მიერ გამოცემული ბრძანებულებით გამოყოფილი თანხა გერგედავას შვილის საზღვარგარეთ - საფრანგეთში სწავლას და საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს, "მისი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.