ფირმებს, რომლებიც უცხოეთში დასაქმების მომსახურებას ეწევიან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირება მოუწევთ
18-02-2016, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულო იმ ფირმებისთვისაც იქნება, რომლებიც უცხოეთში დასაქმების მომსახურებას ეწევიან. ამას მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს.

 

 

მთავრობის ინიციატივით რეესტრის ახალი სახე – ეკონომიკიურ საქმიანობათა რეესტრი იქმნება, სადაც რეგისტრირება სავალდებულო იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც ახორციელებენ: სურსათის, ცხოველური და მცენარეული საკვების პროდუქციის წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას, კოსმეტიკურ-ესთეტიკურ მომსახურებას და ასევე ისეთ საქმიანობას, რომლებიც უცხოეთში დასაქმებას უკავშირდება. ყველა სხვა სუბიექტისთვის ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში დარეგისტრირება ნებაყოფლობითი იქნება.

 

 

"აღნიშნული სამი სახეობის საქმიანობა მომეტებულ რისკებს შეიცავს, დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან და ზოგჯერ სიცოცხლესთან. რაც შეეხება უცხოეთში დასაქმებას, ეს სადღაც ტრეფიკინგის ზღვარზე გადის და ამიტომ ამ ტიპის საქმიანობა ეკონომიკური საქმიანობის რეეტრში სავალდებულო წესით იქნება დასარეგისტრირებელი. ის, ვინც ამგვარ საქმიანობას ეწევა და არ დაარეგისტრირებს, ჩაითვლება, რომ საქმიანობას უკანონოდ ეწევა და აქედან გამომდინარე, დაჯარიმდება. უარესი შედეგის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც შეიძლება დადგეს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი