სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთა კატეგორიას, ცნება "მიუსაფარი ბავშვი" დაემატება
18-02-2016, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო კანონპროექტის მიხედვით, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთა კატეგორიას ცნება "მიუსაფარი ბავშვი" ემატება. ასეთი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლება ეძლევა, შესაბამისი მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს.

 


როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას. ისინი არ არიან აღრიცხულნი და არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია - დაბადებისა და პირადობის მოწმობები, პასპორტი, რადგან მათი მშობლები და მეურვეები ვერ ახერხებენ ან არ თვლიან საჭიროდ მათთვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას. სამინისტროს ინფორმაციით, ამის გამოც ბავშვები ვერ იღებენ განათლებას, არ არიან ჩართული სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში, ხოლო ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არ არსებობს მოძალადისგან მისი მყისიერად განცალკევების მექანიზმი.

 

 

კანონპროექტს "მიუსაფარი ბავშვის" ცნება შემოაქვს, რაც შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი ბავშვიც დაიცვას.

 

 

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დღეს ადმიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი