პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის აზრით, ,,მრეწველებსა" და ,,რესპუბლიკელებს" შორის არსებული უთანხმოება, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
,,არ მინდა ვინმეს ბრალეულობის საკითხი განვიხილო, უბრალოდ ვიძახი, რომ არც ერთი მხარე არ არის მართალი, რადგან ერთმა მხარემ მიაყენა შეურაცხყოფა მეორე მხარეს. ეს მეტი დოზით ვინ გააკეთა, ცალკე სასაუბრო თემაა. არის ერთი გამოსავალი. ყველამ იყაროს კენჭი დამოუკიდებლად. ვისაც ერთმანეთის გარეშე პოლიტიკური ცხოვრება არ შეუძლია, მერე ერთად დაწყვილდნენ და მშვიდობაში მოიხმარონ ის მანდატები, რომელსაც მოსახლეობა მისცემს. ამ პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ, პარლამენტში მოხვედრის გარანტია. აქედან გამომდინარე მერე თავს იჩენს შეუთავსებლობა, რაც აზიანებს არამხოლოდ კოალიციას, არამედ ქვეყნის ინტერესებსაც", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
გუშინ, პარლამენტში დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება დავით ბერძენიშვილის მიერ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.