ანკარაში ტერაქტი სირიაში მოქმედმა “ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის” მებრძოლმა განახორციელა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა.
პრემიერის ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ეთნიკური სირიელი ვინმე სალიჰ ნეჯარია. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა თურქეთში აკრძალულ ქურსიტანის მუშათა პარტიასთან, რომელმაც მას ტერაქტის განსახორციელებლად ლოჯისტიკური სახის დახმარება გაუწია.
დავუთოღლუს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში 9 ადამიანია დაკავებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.