საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ლორან ფაბიუსთან და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან გიორგი მარგველაშვილის საუბარი ნატო-სა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებს, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებს შეეხო.
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების თემაზეც იმსჯელეს და ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და რეგიონში რუსეთის გავლენის ფაქტორებზე გაამახვილეს. საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოს, საფრანგეთსა და გერმანიასთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.