"თეირან თაიმსი": ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს
18-02-2016, 05:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს. სტატიას ამ სათაურით ირანული გამოცემა "თეირან თაიმსი" აქვეყნებს. როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ამის შესახებ ირანის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰამიდ ჩიჩიანმა ქართველ კოლეგა კახი კალაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"შეთანხმებას მივაღწიეთ სამ ძირითად სფეროში: პირველი: ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს. ირანულ კომპანიებს კაშხალებისა და ელექტროსადგურების მშენებლობის საქმეში საკმარისი გამოცდილება აქვთ, საქართველოს კი, ელექტროენერგიის სფეროში დიდი პოტენციალი გააჩნია.

 


მეორე: ირანი ითანამშრომლებს საქართველოსთან მისი ელექტროქსელების განვითარებისა და განახლების კუთხით და მესამე - განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხი", - განაცხადა ირანის ენერგეტიკის მინისტრმა.

 

 

"თეირან თაიმსი" ჰამიდ ჩიჩიანის განცხადებაზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ირანმა, საქართველომ, რუსეთმა და სომხეთმა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხი დეკემბერში განიხილეს და მოლაპარაკებების გაგრძელებას თბილისში, აპრილში გეგმავენ.

 

 

გარდა ამისა, 2015 წლის ივნისში ირანი და სომხეთი შეთანხმდნენ ელექტროგადამცემის მესამე ხაზის მშენებლობაზე, ჩიჩიანის თქმით, ამ ხაზის გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოსთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად სომხეთის გავლით.

 

 

ირანის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ირანის სასაზღვრო ქალაქ ფარსაბადის 400 და 300-კილოვოლტიან ქვესადგურს აქვს პოტენციალი, საქართველოსთვის 500 მეგავატი ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს.

 

 

თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე კახი კალაძემ განაცხადა, რომ ირანულ კომპანიებს გააჩნიათ საკმარისი ტექნოლოგია და შესაძლებლობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელებლად.

 

 

კალაძემ "თეირან თაიმსთან" საუბარში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი სფეროა, სადაც ირანულ კომპანიებს ინვესტიციების ჩადება შეუძლიათ, მათ შორის წყალმომარაგების სექტორში, ასევე შესაძლებელია ერთობლივი პროექტების განხორციელება ქართულ კომპანიებთან ერთად.

 

 

გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნას და აღნიშნა, რომ ირანულ კომპანიებს აქვთ საშუალება, საქართველოში საკუთარი საქმიანობა გააფართოვონ.

 

 

კახი კალაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სურს მოზიდოს ირანული ინვესტიციები ელექტროსადგურების ასაშენებლად.

 

 

კალაძის განმარტებით, საქართველოში 25 000 მდინარეა, აქედან 300 გამოსადეგია ჰიდროელექტროსადგურებისთვის. მისივე თქმით, საქართველო ელექტროენერგიის წარმოებისთვის წყალმომარაგების მხოლოდ 18-20%_ს იყენებს და აპირებს ამ მაჩვენებლის გაზრდას.

 

 

კალაძის ცნობით, საქართველოს მთავრობა ელექტროსისტემის განახლებაში 700 მილიონი აშშ დოლარის ჩადებას გეგმავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი