გიორგი აბაშიშვილი: კობა გვენეტაძის მხარდაჭერა არის მხარდაჭერა ეროვნული ბანკის გაძლიერებისადმი
18-02-2016, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის, კობა გვენეტაძის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

როგორც გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მიიღეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება.

 


"კომიტეტმა მხარი დაუჭირეს ბატონი კობა გვენეტაძის კანდიდატურას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის მხარდაჭერა პროფესიონალიზმისადმი, ეს არის მხარდაჭერა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებისადმი. ამ შემთხვევაში, სულ ორი კომიეტეტია განმხილველი და ორივემ მხარი დაუჭირა ბატონი კობას კანდიდატურას.

ველოდებით საკითხის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას და ცხადია, როდესაც ორი კომიტეტის მხარდაჭერაა, ეს არის ოპტიმიზმის ძალიან მაღალი საფუძველი", -განაცხადა აბაშიშვილმა.

 

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატ კობა გვენეტაძეს მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა კომიტეტის 7-მა წევრმა მიიღო, საიდანაც კანდიდატთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია 6-მა დეპუტატმა დააფიქსირა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი