უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხს საგარე საქმეთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს. შესაბამისი დავალება საგარეო უწყებას დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.
"ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე, საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ისინი უცხოეთში გარდაიცვლებიან, მათი ახლობლები, თუ მონახეს ნაცნობი ან კონტაქტი მთავრობაში, ისინი ამა თუ იმ გზას ნახულობენ და მოგვამრთავენ და ჩვენ მთავრობის სხდომაზე გადმოსვენების საკითხს ვიხილავთ. ასევე პრობლემაა, ის, რომ ბევრი ადამიანია, ვინც ესა თუ ის არხი ვერ მონახა და სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვამი თვეობით უცხოეთშია. მე მგონია, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ და მთავრობის სხდომაზე აღარ გავხადოთ ამ საკითხის განხილვა საჭირო. ეს ავტომატურ პროცესად ვაქციოთ.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალოთ, რომ მათ მიხედონ ამ პროცედურას და მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანის გარეშე, ყველა ჩვენი თანამემამულე, ვინც მოგვმართავს დაფინანსებით და დახმარებით უზრუნველყოთ, რათა ისინი დროზე იქნან საქართველოში გადმოსვენებულები.
დღესდღეობით ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, არაერთი ჩვენი გარდაცვლილი თანამოქალაქე გადმოსასველებელია და უცხოეთში ინახებიან მაცივრებში - არ მინდოდა ეს სიტყვა მეხმარა, მაგრამ მართლაც და ჩვენი ღირესების საკითხია, რომ ამ ოჯახებს მივხედოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.