საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში გაემგზავრა
24-04-2014, 12:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პრაღაში გაემგზავრა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 25 აპრილს კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაა - "აღმოსავლეთ პარტნიორობა 5 წლის შემდეგ: დრო ახალი სტრატეგიისთვის" - ქვეყნის პირველი პირი სიტყვით წარსდგება.

 


პრაღაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი სამიტში მონაწილე ყველა ქვეყნის ლიდერს შეხვდება.

 


სამიტი ორ დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებენ მასპინძელი ქვეყნის, ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი, ავსტრიის პრეზიდენტი ჰანს ფიშერი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომაროვსკი და სხვა ლიდერები.

 


აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შესახებ პირველად 2009 წელს, სწორედ პრაღაში, ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს სამიტზე გაცხადდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი