რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ამბობს, ადამიანს, რომელიც მიგრანტებთან კედლების აშენებაზე საუბრობს და არა ხიდის, არ შეიძლება ვუწოდოთ ქრისტიანი. თუმცა, ამავე დროს, პაპმა აღნიშნა, რომ ის ამერიკელ ხალხს ვერ მისცემს რჩევას თუ ვის დაუჭიროს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი.
ტრამპი პაპის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"მე ვამაყობ, რომ ვარ ქრისტიანი და როგორც პრეზიდენტი, მე არ მივცემ უფლებას არავის რომ ქრისტიანობას თავს დაესხან და შეასუსტონ. იმისგან განსხვავებით, რასაც ამჟამინდელი პრეზიდენტი აკეთებს. არც ერთ ლიდერს, განსკუთრებით რელიგიურ ლიდერს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა ადამიანის რელიგია და რწმენა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.