ზურაბ ტყემალაძე: პრემიერის პოზიციას არ ვიზიარებ
19-02-2016, 02:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,ნამდვილად არ ვიზიარებ მთავრობის მეთაურის ამ პოზიციას" - განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა, ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.


"პრემიერმა დააფიქსირა ის, რომ ეს არის დამაზიანებელი მთელი კოალიციისთვის. კოალიციაზე არ უსაუბრია გოგი თოფაძეს, საუბარი მიმართული იყო ერთი პიროვნების მიმართ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ ტყემალაძემ.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას. მან თანაგუნდელებს მოუწოდა, თუ რაიმე კითხვები აქვთ, სხვა ფორმატში განიხილონ. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, კოალიციის დაშლის შესახებ სალაპარაკო არ უნდა მიეცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს უხარია.

 


რაც შეეხება გოგი თოფაძეს, მან ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა, რომ სანამ არ დაუწყეს "შეურაცხყოფა და კბენა, კოალიციის არც ერთ წევრზე აუგი არ უთქვამს".

 

 

დეპუტატმა გაიხსენა თინა ხიდაშელთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება და ისევ გაიმეორა, რომ თავდაცვის მინისტრმა უხეშად დაარღვია კანონი საგარეჯოს არჩევნებში და ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა კოალიციას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი