,,მე თოფაძეს არ ვაკადრებ იმას რაც ეკუთვნის. მისი შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, რაც ეკუთვნის” – განცხადება ამის შესახებ “რუსპუბლიკელმა” ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.
“ლევან ბერძენიშვილი, გოგი თოფაძეს ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში, რადგან მან დაარღვია ადამიანობის ყველა წესი. არ ვიცი ვისი თხოვნით, ვისი დავალებით”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
“სანამ არ დამიწყეს შეურაცხყოფა და კბენა, კოალიციის არც ერთ წევრზე აუგი არ მითქვამს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, გოგი თოფაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განაცხადა.
დეპუტატმა გაიხსენა თინა ხიდაშელთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება და ისევ გაიმეორა, რომ თავდაცვის მინისტრმა უხეშად დაარღვია კანონი საგარეჯოს არჩევნებში და ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა კოალიციას.
თოფაძე ასევე გამოეხმაურა ძმებ ბერძენიშვილების განცხადებებს, რომლებიც თინა ხიდაშელს გამოექომაგნენ და აღნიშნა, რომ არც თინა ხიდაშელს და არც ბერძენიშვილებს არ აქვთ უფლება ისეთი განცხადებები გააკეთონ, როგორიც გააკეთეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.