ჩემს კოლეგებს ვურჩევდი დისკუსია და გარკვეული დაპირისპირება რაც შეიძლება სწრაფად ამოწურონ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის მომხდარ უთანხმოებასთან დაკავშირებით განუცხადა.
"ვეთანხმები გიორგი კვირიკაშვილს, უცილებელია დისკუსიის წარმართვა კოალიციის შიგნით, პოლიტსაბჭოს ფორმატში და ასეთი საჯარო განცხადებები ნამდვილად აზარალებს კოალიციას, ხელისუფლებას და სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ ბუნებრივია, ვურჩევდი ჩვენს კოლეგებს, რომ ეს დისკუსია და გარკვეული დაპირისპირება, რაც შეიძლება სწრაფად ამოიწუროს და დიალოგის რეჟიმში ურთიერთობა გაგრძელდეს სწორედ კოალციის ფორმატში და არა საჯარო სივრცეში", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.