საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა მათი მშვიდობიანი გადაწყვეტაა.
ამის შესახებ ჯანელიძემ დღეს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"კონფლიქტები არსებობს რეგიონში, მაგრამ მათი გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გადაწყვეტა. სწორედ ეს პოზიცია ავსახეთ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს მიღებულ დეკლარაციაში. ჩვენ ვითანამშრომლებთ რომ შევძლოთ ამ საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს და აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩავუშოღლუს განცხადებით, ის არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ისინი საქართველოს ტერიტორიის შემადგენელი ნაწილია.
ასევე, ჩავუშოღლუმ ყარაბაღის კონფლიქტს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, თურქეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, თავის შემადგენლობაში ყარაბაღის არსებობის ფარგლებში. ჩავუშოღლუს თქმით, ოფიციალური ანკარა მიიჩნევს, რომ სომხურმა სამხედრო ძალებმა ყარაბაღის ტერიტორია უნდა დატოვონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.