ტერორიზმის საფრთხის მიუხედავად, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივ პროექტებს არაფერი ემუქრება. პროექტებზე გავლენას ვერაფერი მოახდენს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, თურქეთი განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო თავის საგარეო პოლიტიკას არ ცვლის და შესაბამისად, მეგობრებთან არანაირი პოზიციების გადახედვას არ აპირებს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ საუკეთესო პასუხი სწორედ ერთად დგომა და სოლიდარობაა.
"მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ, ვიქნებით მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან, რომ ეს საფრთხე დავამარცხოთ. რაც შეეხება პროექტებს, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ, რათა უკვე დაწყებული პროექტები წარმატებით წარიმართოს და ასევე წარმატებული იყოს ახალი პროექტები, რომლებსაც ალბათ მომავალში განვახორციელებთ", - განაცხადა ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.