ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენელი ედუარდ სნოუდენი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ინდუსტრიულ შპიონაჟში ჩართულობის ბრალდებას უყენებს.
გერმანულ ARD TV-ს თან ინტერვიუში NSA -ს ყოფილმა კონტრაქტორმა განაცხადა, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო შპიონაჟს ახორციელებდა გერმანიის იმ დიდი კომპანიებისადმი, რომლებიც ამერიკული ფირმების კონკურენტებად აღიქმებოდა.
სნოუდენი, რომელსაც დროებითი თავშესაფარი რუსეთმა მისცა, ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების იფიციოზს მისი მოკვლა უნდოდა.
შარშან სნოუდენის მიერ იმ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებამ, რომ ანგელა მერკელის ტელეფონი ფარულად ისმინებოდა, გერმანიაში აღშფოთება გამოიწვია.
გასულ წელს გერმანიის კანცლერმა ამერიკა მკაცრად გააკრიტიკა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი.
გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამ გერმანულ ARD TV-ს თან საუბრისას აღნიშნა, რომ ქალბატონი მერკელის მობილური ტელეფონის ფარული მოსმენა შცდომა იყო და ის აღარ განმეორდება.
ვარაუდობენ, რომ სნოუდენის ახალი ბრალდებები, რომ ამერიკა გერმანიის მსხვილ ინდუსტრიულ კომპანიებზე ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა, კიდევ უფრო გაართულებს ტრანს-ატლანტიკური ნდობის აღდგენას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.