რუსეთი და საქართველო ვიზების გაუქმების მიმართულებით მუშაობენ - ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
მისი თქმით, თბილისი და მოსკოვი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში არიან.
"ამ გადაწყვეტილებისკენ მივდივართ, ჩვენ ამ კუთხით ვიმუშავებთ. ახლა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიწვევის გაკეთება და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მოწვევა, რაც ადრე არ იყო. ახლა მთავარია ამ სისტემის დარეგულირება იმისათვის, რომ მერე უფრო სრულყოფილ ფორმაზე ვიფიქროთ", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.