"მაესტროს" დირექტორის, ბაია გადაბაძის შეფასებით, დღეს საქალაქო სასამართლოში იყო ერთხმაში მომღერალი სამი სიბუექტი – სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და გაჩეჩილაძეების მხარე.
"დღეს იყო საქალაქო სასამართლოში სპექტაკლი. მოსამართლემ მოისმინა ყველა კრედიტორის პოზიცია, რომლებიც აცხადებდნენ თუ რა მნიშვნელობა აქვს დირექტორის დანიშვნას, თუ მათი ვალის გადახდა არ მოხდება. ამ ყველაფრის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ მან გადადო კრება 15 მარტამდე. დღეს იყო ერთ ხმაში მომღერალი სამი სუბიექტი – სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და გაჩეჩილაძის მხარე. მე ისიც მაინტერესებს თუ როგორ მოახერხებს ლევან გაჩეჩილაძე 54 მილიონის გადახდას, მაშინ როდესაც მისი კუთვნილი პროცენტები, 55 თუ 30% შეიძინა მან პროცენტიანი ვალით.
მე ვაპირებ სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენას და დავის გაგრძელებას. მინდა იცოდეთ, რომ მოსამართლე ურთმელიძეს დღეს შეემატა კიდევ ერთი მსგავსი მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის სახით", - აღნიშნა გადაბაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.