საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტრიფიცირება განხორციელდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"სოფლების - მანანაურის, ცხუმალდის, ბავარისა და ხაჩეშის ელექტრიფიცირებისთვის, მთავრობის განკარგულებით, ენერგეტიკის სამინისტოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 535 737 ლარი გამოეყო.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტრიფიცირების დასრულების შემდეგ, ჯამურად ელექტრიფიცირებული იქნება 29 სოფელი, რომლებსაც ელექტროენერგია 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა" - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.