ვახტანგ ხმალაძე: მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნება შეფარდებული
19-02-2016, 09:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნება შეფარდებული და საფრთხე, რაზეც ახლა არის საუბარი, არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე ინიცირებული პროექტის განხილვისას განაცხადა.

 

 

"პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ასახავს. რაღაც ნაწილში პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება. საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომა იმისთვის, რომ კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან იყოს შესაბამისობაში. იმის თქმა, რომ თუკი ჩვენ ამას არ მივიღებთ, მაშინ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანს ციხეში ჩასვამენ, მინდა გითხრათ, რომ ასე არ არის. მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას სასამართლოები ვეღარ მიუსჯიან და არც უსჯიან", - განაცხადა ხმალაძემ.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის პატიმრობის სანქციის გამოყენება არაკონსტიტუციურია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი