ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, დღეს, დაბა ოჩხამურის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობაზე მიმდინარე წყალსაქაჩი ტუმბოების სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
გამგეობის ინფორმაციით, ტუმბოების შეძენა-მონტაჟისთვის ბიუჯეტიდან 107 054 ლარია გათვალისწინებული. წყალსადენი სისტემის მოწყობის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად კი ჯამში უკვე 3 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა.
"დაბა ოჩხამურში ახალი წყალსადენი სისტემის მოწყობა მრავალწლიანი ინფრასტრუქტურლი პროექტია. პროექტის ფარგლებშიც უკვე მოეწყო რეზერვუარები, ცენტრალური მაგისტრალი, შიდა ქსელი და მოხდა აბონენტთა გამრიცხველიანობა, წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობაზე აშენდა წყალშემკრები ნაგებობა, მოეწყო კაშხალი და ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ასევე დამონტაჟდა წყლის თანამედროვე საფილტრი აპარატი.
წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობაზე 4 ტუმბოს მონტაჟი ხელს შეუწყობს წყლის დებეტის გაზრდას და მოსახლეობისთვის სასმელ-სამეურნეო წყლის მიწოდება შეუწყვეტლად იქნება შესაძლებელი. წყალსადენი სისტემის ქსელში 1 700-ზე მეტი აბონენტია ჩართული"- აცხადებენ გამგეობაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიება მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.