20-21 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრება. გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრს დაათვალიერებს. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.
15 მილიონ ლარად ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა. ცენტრი სრულად გაზაფხულზე ამოქმედდება, სადაც 1000-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.
პრემიერ-მინისტრი ეწვევა რუხის საზოგადოებრივ ცენტრს. დღეს უკვე 31 სოფლის მცხოვრებთ აქვთ საშუალება, ისარგებლონ საზოგადოებრივი ცენტრის მაღალი დონის მომსახურებით. პრემიერი ასევე დაათვალიერებს რუხის მრავალპროფილიან საავადმყოფოს მშენებლობას, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 41 264 000 ლარია.
გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრება ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც 7 233 მაყურებელზეა გათვლილი.
პრემიერ-მინისტრი შეხვდება შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს და მათ განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვის პრიორიტეტებს გააცნობს.
გიორგი კვირიკაშვილი ასევ მესტიის მუნიციპალიტეტში ახალ აშენებულ კურორტ თეთნულდს ეწვევა, სადაც თეთნულდის საბაგიროს გაშვებას დაესწრება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა მშენებლობის პირველი ფაზა, კურორტი ოფიციალურად გახსნილია და მართვაში გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.